ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია.

შენობაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა რამდენიმე წუთის წინ შევიდა და შეიარაღებული პირი გამოიყვანეს.

ყვარელში სპეცოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....