[su_quote]საოცრება. პოლიცია გარედან უყვირის რას მოითხოვო დამნაშავეს.
დამნაშავე ბანკიდან ყვირის.
სატელეფონო კომუნიკაცია ვერ ააწყვეს. არსად მსგავსი სცენა არ მინახავს..[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

