საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიაც დააკვირდება.
სადამკვირვებლო ორგანიზაციების სია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
9 სექტემბრის მონაცემებით, ცესკო-ს საიტზე 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსის საარჩევნო კომისიას ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს, რომლის შემდეგაც ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტად მეხუთე ვადით იქნა არჩეული.

