ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულზე: რა ოცნება? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, კალაძის განცხადებით, რაფაელ მურსაკულოვი ქართულ ოცნებაში არ მუშაობდა და ფოტოები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას და გიორგი რურუასთანაც აქვს გადაღებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავე გამოემჟღავნებინა. შესაძლოა, დაახლოებით იცოდნენ ვინ იყო, მაგრამ თუ გამყარებული არ იყო ნივთმტკიცებებით, დნმ-ით ან მსგავსით, ვერ იტყოდნენ ყველაფერს.

მადლობა შსს-ს და მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ამ საქმის გახსნა და დამნაშავის დაკავება. თუ ქართული ოცნება ვინმეს მფარველობდა ეს შედეგი არ დადგებოდა, ვისაც დანაშაული აქვს, იქნება ეს ქართული ოცნების წევრი, მამაჩემი თუ ჩემი შვილი, ყველა აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. რა ქართული ოცნება? მელიასთან და რურუასთანაც აქვს ფოტოები გადაღებული, მილიონობით ადამიანთან ვიღებთ ფოტოს. არ მუშაობს ქართულ ოცნებაში, ამბობს, რომ მხარდამჭერია, როგორც იყო მხარდამჭერი ნიკა მელიასი და რურუასი, ასევე გაზიარებული აქვს გახარიას და ჩემი ფოტოც, ამაში ჩვენი დანაშაულია რამე?”,- ამბობს კალაძე.

იტვირთბა....