ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელების ახალ რისკებს ქმნის.
მისივე თქმით, ერთადერთი საშუალება ამის დასამარცხებლად სწრაფი ვაქცინაციაა.
“რისკები მას თეორიულად შესაძლოა ჰქონდეს, თუმცა, ეს უფრო მაღალი იქნება თუ უფრო ნაკლები დელტა და სხვა შტამებთან შედარებით, ამის თქმა ამ ეტაპზე რთულია. ერთადერთი, რასაც ყველა დაბეჯითებით ამბობს, მიუ და სხვა ახალ შტამებთან მიმართებით არის ვაქცინაციის აუცილებლობა. რაც სწრაფად მოხდება მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაცია, ინდივიდუალურ ქვეყნებში, ასევე გლობალურად ეს არის მთავარი გადარჩენა. დაშვება არის, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის, მათი ბუნებიდან და ტექნოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, არის ეფექტური. მთავარია სწრაფი ვაქცინაცია. ახალი შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის”,- ამბობს გაბუნია.

