ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაშველებმა მწვერვალ უშბაზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მაშველებმა მწვერვალ უშბაზე უცხოეთის ორი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მთამსვლელებთან ვერ ხერხდებოდა დაკავშირება, უცნობი იყო მათი მდგომარეობა. უამინდობის და რთული გარემო პირობების გამო, მაშველები მწვერვალზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ. საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში შსს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

იტვირთბა....