ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გასააქტიურებლად სახელმწიფომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგას, მათ შრის ბიზნესებმაც.
“პირველ რიგში, ისევ და ისევ საპრომოციო და საგანმანათლებლო კამპანიაა საჭირო, რომ ვაქცინაციის სარგებლის შესახებ ყველამ ბევრი ვისაუბროთ. მეორე – დამატებითი სტიმულები მნიშნელოვანია და როგორც იცით, მომდევნო კვირიდან აცრილი პირებისთვის ლატარიის გათამაშება იგეგმება. ვფიქრობ, გარკვეული სტიმული მოსახლეობისთვის ესეც იქნება. მაგალითისთვის, გუშინ ჩატარდა 27 000 აცრა, დღეს – 24 000-ია. ვაქცინაციის რაოდენობა არც ერთ შემთხვევაში კლებადი არ უნდა იყოს. იმისთვის რომ დღიურად 35-40 ათას აცრამდე მივიდეთ, მხოლოდ მატების ტენდენცია გვჭირდება. ვნახოთ, დამატებითი სტიმულები და ქცევის წამახალისებელი ღონისძიებები რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება.
თუ კიდევ დამატებით დაგვჭირდება მობილიზება, დამატებით უნდა ჩავერთოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია საყოველთაო მობილიზება და სამოქალაქო საზოგადოების თანაბარი ჩართულობა… კარგი იქნება ბიზნეს სექტორიდანაც თუ რაიმე წამახალისებელი სტიმულები წამოვა, რაც ვფიქრობ, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების მოზიდვის მაჩვენებელს გააქტიურებს”,- ამბობს თამარ გაბუნია.

