შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბრალდებული შანაი ბრკუთან ნაცნობობას უარყოფს და დანაშაულს არ აღიარებს.
“იგი არ აღიარებს დანაშაულს, საერრთოდ უარყობს მასთან ნაცნობობას და შეხვედრაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ასე რომ ვინ ვის იყენებს ამასთან დაკავშირებით… ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია. სანამ მასალები არ გადმომეცემა და სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ რამდენად სწორი მტკიცებულებებია მეტ კომენტარს ვერ გავაკეთბ”,- ამბობს შანაი ბრუკის მკლელობაში ბრალდებულის ადვოკატი.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.
31 ივლისს შანაი ბრუკი მთაწმინდაზე გარდაცვლილი იპოვეს. შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს.

