ახალი ამბები სამართალი

„შირაქის“ ჯიხური გაქურდეს

თბილისში იოსებიძის ქუჩაზე „შირაქის პროდუქტის“ ჯიხური გაქურდეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლითაა დაწყებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. მათი განცხადებით, წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული.

როგორც თავად გამყიდველი ამბობს, შემთხვევა ღამით მოხდა, რადგან დილით მას მაღაზია უკვე გაქურდული დახვდა.

 

იტვირთბა....