წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიტროპოლიტი საკუთარ საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
“საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი) ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. მეუფე ზოსიმე თავის საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, მღვდელმთავრის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამედიცინო კვლევა დიაგნოზის დასადგენად.

