ახალი ამბები მთავარი სამართალი

ზარქუა: პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს

[su_quote]ეს არის 2018 ან 2019 წელი, სადაც ჩვენ მთაწმინდაზე არჩევნები გვქონდა და ერთ-ერთი აქტივისტია, ეტყობა. გვარი და სახელი ვერ გავიხსენე და ფოტოზე მივხვდი მერე. აქ მარტივია ჩვენი პოზიცია, არ აქვს მნიშვნელობა ვინ რა დროს რას წარმოადგენს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, ვინც არ უნდა იყოს.

ახლაც მოვდივარ სამგორიდან, უამრავ ჩვენს აქტივისტთან და მხარდამჭერთან, რომელიც მილიონამდეა, ფოტოები გადავიღეთ, იქ ვიღაცა მკვლელი იქნება, ვიღაცა კეთილშობილი ადამიანია, არ აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც პოტენციური მკვლელი, სანამ არ დაუმტკიცდება, არის ჩვენი გუნდის მხარდამჭერი, ისევე როგორც მისი დამჭერი არის ჩვენი გუნდის ლიდერი, ბატონი გომელაური… ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს. სულ რომ საკუთარი ახლობელი და ძმაკაცი იყოს, კანონის წინაშე ყველანი ვართ თანაბარი და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს[/su_quote]

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ფორმულასთან საუბარში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვი ქართული ოცნების წევრია.

იტვირთბა....