aviabiletebi
ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის მიუ შტამი შესაძლოა საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი მიუ შტამი შესაძლოა საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი.

მისივე თქმით, აღნიშნული შტამი დღეისათვის მსოფლიოს 39 ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის თურქეთში.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჯერჯერობით, ეს მუტაცია არ მიეკუთვნება იმავე ტიპის მუტაციების კატეგორიას, როგორიც არის ყველაზე საშიში დელტა ვარიანტი. შესაძლებელია, ის საქართველოშიც იყოს აღმოჩენილი, ვინაიდან ჩვენი ლუგარის ლაბორატორია სავსებით შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც შეუძლია ასეთი მუტაციების აღმოჩენა”, – ამბობს ჩხაიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

ჩხაიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული შტამი ბოლომდე ინტერესის მუტაციად დარჩება და  მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი არ გახდება.

 

იტვირთბა....