რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს სამგზავრო მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, რომლის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

