ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს: შანე ბრუკის მკვლელი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ,  ავსტრალიის მოქალაქის, შანე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.  ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომლებზეც დაინიშნა გენეტიკური ექსპერტიზები. მოხდა თითოეული მათგანის დეტალური გამოკითხვა, მათ მიერ გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაცია ალიბები, თუ სად იმყოფებოდნენ შანაი ბრუკეს გარდაცვალების დროს, გადამოწმდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა”,- ამბობენ ბრიფინგზე.

შსს-ს ინფორმაციით, 31 ივლისს ნაპოვნ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ცხედრის დათვალიერების შედეგად ამოიღეს საქმისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ნივთი, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, რომელიც დაზიანებული იყო.

შანაი ბრუკი მთაწმინდის ფერდობზე ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს და სასტიკად მოკლეს.

 

იტვირთბა....