[su_quote]ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ორპოლუსიანობა მიუღებელია მათთვის, ვინ უშლიდათ, რომ განვითარებულიყვნენ და გაძლიერებულიყვნენ?! სააკაშვილი როგორ უშლით ხელს განვითარებასა და პოპულარობის მოპოვებაში? ეს ვერ ამოვხსენი და ვერც ვერასდროს ვერ ამოვხსნი, იმიტომ, რომ ისინი მრუდე ლოგიკით აზროვნებენ. რატომ გონიათ, სააკაშვილი რომ გაქრეს, ბერად აღიკვეცოს ან უნივერსიტეტში წავიდეს და ლექციების კითხვა დაიწყოს, მათ ხმები მოემატებათ?! სად შეუშალა ხელი?![/su_quote]
ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

