ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ზურა დოიჯაშვილის სახელობის ქუჩა იქნება

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუჩას სადაც მომღერალი ზურა დოიჯაშვილი დაიბადა მისი სახელობის იქნება. ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიზე სოციალურ ქსელში წერს.

“გილოცავ ჩემო ზურა და ყველას ვულოცავ ვისაც ჩვენი ზურა დოიჯაშვილი უყვარს!
საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება,რომ ზურა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭება ქუჩას სადაც ის დაიბადა და გაიზარდა!
მადლობა საკრებულოს ყველა წევრს ვინც დაუჭირა მხარი ამ გადაწყვეტილებას! განსაკუთრებული მადლობა შენ ჩემო ძმაო. მიხარია რაც მე და შენ ჩავიფიქრეთ მივიდა ბოლომდე!”,- წერს ზურა ხაჩიძე.

იტვირთბა....