ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში მეტად გასააქტიურებლად სხვადასხვა აქტივობა გატარდება. მისი თქმით, მათ შორის, იმსჯელებენ ფინანსურ წამახალისებელ ღონისძიებებზეც.
“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც ჩვენ დაშვებას ვაკეთებთ, რომ სწორედ 60 წლის ზევით მოქალაქეებისთვის რთული შეიძლება იყოს რეგისტრაცია, გადაადგილება, ზოგადად, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ., პირველი და მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ოჯახის ექიმების, რომლებსაც დაევალებათ თავიანთ უბნებზე და მათ კონკრეტულად იციან, უბანზე რამდენი მოქალაქე ჰყავთ 60 წელს გადაცილებული და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც არიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო, საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ”,- ამბობს ტიკარაძე.

