“ვაქცინაციის სავალდებულოობისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
ტიკარაძის თქმითვე, ამოქმედდება ყველა სხვა ბერკეტი, რითიც მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
“ვაქცინაციის სავალდებულოობისგან, ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ. ჩვენ შემდეგ დღეებში გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას ამ ჭრილში. ჰოსპიტალში 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების 67% ხვდება, საიდანაც ლეტალობის მაჩვენებელი 15%-ს აღემატება.
ფინანსთა სამინისტროს წარვუდგინეთ ანალიზი, რომ ამ მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ჰოსპიტალურ სექტორში არსებული დაწოლის რისკების მოხსნა 50%-ით, ეს კი ფინანსურ და ფისკალურ ეფექტს მოგვცემს. ჩვენი მიდგომაა, მაქსიმალურად მალე მოხდეს ყველა ბერკეტის გააქტიურება, გარდა სავალდებულოობისა, რაც გაააქტიურებს ამ ადამიანებს ვაქცინაციის მიმართულებით”,- ამბობს ტიკარაძე.

