“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“რაც ეწერა მიშელის დოკუმენტში, რაც ეწერა ე.წ. მაკროფინანსური დახმარების – ანუ სესხის შეთანხმებაში, თითოეული პუნქტი გვაქვს ზედმიწევნით შესრულებული და ეს ძალიან კარგად იციან, მაგალითად, ელჩებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ შეთანხმებაში. რაზეც შევთანხმდით ზეპირად და რაც შემდეგ ტექსტში აისახა, ის გვაქვს სიტყვა-სიტყვით შესრულებული, თითოეული პუნქტი, მათ შორის, მაკროფინანსური ე.წ. დახმარების შეთანხმებაში რაც წერია, ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ როგორც პოლიტიკურად საინტერესო, ისე ნაკლებად საინტერესო ნაწილში და რაც ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში, ისიც სიტყვა-სიტყვით გვაქვს შესრულებული. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ პირნათელი ვართ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე”,- ამბობს კობახიძე.

