ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან საუბრისას გაიხსენა მისი პირადი ცოხვრების ამსახველი კადრები და მიხელ სააკაშვილს ჰქკითხა თუ “რატომ მიღებდით საძინებელში”. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მე თქვენზე ამ წლების განმავლობაში ძალიან ნაწყენი ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში არსებობს ყველაზე ტრაგიკული ამბავი რომელმაც მთლიანად თავდაყირა დააყენა ჩემი ფსიქიკაც, ჩემი მდგომარეობაც, ჩემი ყველაფერი – ეს იყო როდესაც აღმოვაჩინე რომ ჩემი პირადი ცხოვრების კადრები იყო გადაღებული თქვენი ხელისუფლების დროს. მე მინდა გკითხოთ ბატონო მიშა… სილ ვამბობდი სადაცვ ვნახავ ბატონ მიშას ეს კითხვა უნდა დავუსვა. რატომ მიღებდნენ თქვენი ხელისუფლების დროს ჩემს საძინებელში? რომელი საქართველოს ჯაშუში და მტერი იყო ინგა გრიგოლია? საძინებელში კამერებს მიმონტაჟებდნენ რომელიც მერე ოცნებამ გამოიყენა ჩემს დასაშანტაჟებლად?”,- ეკითხება გრიგოლია სააკაშვილს.
მიხელს სააკაშვილის თქმით, მან გასცა ბრძანება რომ არავის პირად ცხოვრებას არ შეხებდოდნენ, მაგრამ არ გამორიცხავს იმას რომ ვიღაცას ეს გააკეთა.
“სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველას ჰქონდა მითითება პრესსამსახურის წარმომადგენლების პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ, თუ ვიღაცამ ეს დაარღვია იმ ადამიანს აქვს თავი მოსაჭრელი. თავი აქვს მოსაძრობი იმ ადამიანს ვინც ეს დაარღვია. ამაში აბსოლიტურად ვიზიარებ თქვენს აღშფოთებას. ეს არის ჩემთვის სრულიად მიუღებელი. ვიღაც ნაძირლებმა ეს გააკეთეს და მერე ოცნებამ გამოიყენა. ჩემ დროს ამას ვერავინ ვერ გამოიყენებდა. რომ გამეგო იქვე დავსჯიდი იმ ადმიანს”,- ამბობს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

