ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გრიგოლია კეზერაშვილის განაჩენზე: ეს არის არჩევნების წინ კრიტიკული მედიის გაჩუმების, დაშინების და დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დავით კეზერაშვილის მიმართ არის ფორმულზე შეტევა და ჟურნალისტების დაშინება.

“ეს არის არჩევნების წინ კრიტიკული მედიის გაჩუმების, დაშინების და დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა, იმიტომ რომ დააკომპლექსონ ყველა ჟურნალისტი, რომელიც არ ფიქრობს ისე როგორც უნდა ხელისუფლებას, რომ ფიქრობდნენ ჟურნალისტები. შესაბამისად ეს ყველაფერი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ და რასაკვირველია მოახლოვებული არჩევნების წინ ეს არის კეზერაშვილის შემთხვევაში ფორმულაზე შეტევა”,- ამბობს ინგა გრიგოლია ფორმულასთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულას მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....