ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თურქეთში დადასტურდა ახალი მიუ შტამის 2 შემთხვევა

თურქეთში ახალი მიუ შტამის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა.

ე.წ მიუ შტამი პირველად კოლუმბიაში გამოვლინდა, ამ დროისთვის ეს შტამი 39 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ამ შტამთან დაკავშირებით მიმდინარეობს კვლევები, თუმცა ამ დროისთვის ახალი რეგულაციების შემოხება არ იგეგმება.

ჯანმოს ცნობით, კოვიდის ამ შტამს შესაძლოა ჰქონდეს იმუნური დაცვისთვის თავის არიდების თვისება, თუმცა ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს.

იტვირთბა....