ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაშაძე: ეს ქვეყანა არ არის არც ბიძინა, არც მიშა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, გუშინდელი მიხელ სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზებას. მმართველ ძალას “ქართულ ოცნებას” კი არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ყურადღება ამ განცხადებაზე გადაიტანოს, ვინაიდან 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო რეფერენდუმი.

“ვნახავთ ბანერებს მიშას ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ვნახავთ ძალიან ბევრ შემაშინებელ ფეისბუკპოსტს, ვნახავთ ძალიან ბევრ ჩასხმულ ფულს იმაში, რომ ხალხი ისევ შეაშინონ. მე მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, მეგობრებო, უნდა შევცვალოთ ეს უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. ქვეყანა არ არის არც ბიძინა და არც მიშა, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ ეს უბედური მოჯადოებული წრე”,- ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა რომ არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა.

იტვირთბა....