ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძე: დიდი ხანია აპოლიტიკური პიროვნება ვარ – არ ვერევი პოლიტიკაში და დამანებეთ რაა თავი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პალიტრანიუსთან გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ მის გამონათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.

მისივე თქმით, დღეს კოვიდი პოლიტიკური დისკუსიების თემა გახდა, რომლის მიმართაც პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას ავლენენ.

“არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ჩემს გამონათქვამებს. მე ვთქვი, რომ დღეს სამწუხაროდ, კოვიდი გახდა ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიების თემა. პოლიტიკოსები მეტ ყურადღებას ავლენენ ამ თემის მიმართ, ვიდრე ეპიდემიოლოგიური თემის მიმართ. ეს იყო ჩემი ნათქვამი. მე ხშირად ვაფიქსირებ, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებ. განა იმიტომ, რომ არ შემიძლია?! მე ვარ დღეს და დიდი ხანია აპოლიტიკური პიროვნება. ჩემთვის მთავარია დღეს, რომ ვიზრუნო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, უკეთესი პრევენციული საშუალებები, უკეთესი აცრები, უკეთესად მართვა იმ პროცესების, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ევალება. არ ვერევი პოლიტიკაში და დამანებეთ რაა თავი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძემ პალიტრანიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ექიმები უმცირესობაში არიან და ეპიდსიტუაციასთან შედარებით პოლიტიკა უფრო მაღლა დგას.

იტვირთბა....