“უკვე მეშვიდე ანონსია” , – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვსვლა დაანონსა.
კობახიძე ამბობს, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა.
„ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა. რა თქმა უნდა, არასერიოზულია. უკვე მეშვიდე ანონსია გაკეთებული საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ქვეყნის არევასთან დაკავშირებით, ვერც ერთხელ მან ეს ვერ მოახერხა და ბუნებრივია, ვერც ამ შემთხვევაში მოახერხებს ამას”, – განაცხადა კობახიძემ.