ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება აცხადებს, რომ საქართველო წინ მიიწევს არჩევნებისა და დემოკრატიული მთავრობის ფორმირების მიმართულებით.
კონგრესმენი შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ.
“საქართველო არის აშშ-ის მოკავშირე ქვეყანა და ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა, გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობისთვის აშშ-თან”, – განაცხადა კონგრესმენმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოში ვიზიტით იმყოფება, რომელიც 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.

