[su_quote]აბსოლუტურ გარანტიას იმისა, რომ არ შეგვეყრება ვირუსი და რაც ყველაზე მთავარია, თუ მაინც მოხდა და შეგვეყარა, ცოცხალი გადავრჩებით, აცრის გარდა ვერაფერი ვერ იძლევა. გასაგებია, რომ აცრა თავისთავად ვირუსისგან ბოლომდე ვერ გვიცავს, თუმცა აქაც ძალიან მაღალი ხარისხით ამცირებს ალბათობას, რომ ვირუსის ადვილად გადაცემა მოხდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი შეკითხვა. მე ყველას ვეუბნები ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ ერთადერთი კითხვა დაუსვან საკუთარ თავს. არა ის ვირუსი შეეყრებათ თუ არა, ეს საერთოდ არარელევანტური შეკითხვაა, არამედ ის, ცოცხლები გადარჩებიან თუ არა. ადამიანს თუ საკუთარი სიცოცხლე არაფრად არ მიაჩნია, ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ სხვებზე მაინც იდარდოს[/su_quote]
ამის შესახებ თინა ხიდაშელმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

