[su_quote]როგორც ვამბობდით, საარჩევნო პროგრამაზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის წარმოებას “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისევ პროპაგანდა ამჯობინა. უკვე ფაქტია, რომ ისინი არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდს დეზინფორმაციით, ზიზღით და ისტერიით გააჯერებენ.
სეზონი, რა თქმა უნდა, “პუწინი, პუწინის“ ძახილმა გახსნა.
სინამდვილეში, ტელევიზორის და ფეისბუკის მიღმა სამყაროში, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დააახლოვა საქართველო ევროპას და ნატოს ისე, როგორც არასდროს და გააკეთა ის, რაც არ გააკეთა “ნაციონალურმა მოძრაობამ“:
კონსტიტუციურ ვალდებულაბად აქცია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა
ევროკავშირთან დადო ასოცირების შეთანხმება
ევროკავშირთან მიაღწია უვიზო მიმოსვლას
გაცვლითი პროგრამებით 7 000 სტუდენტს მისცა ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების შესაძლებლობა (“ნაციონალური მოძრაობის” დროს სულ 600 სტუდენტი)
ევროკავშირი გახდა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი
ჩვენ გავხდით ნატოს-ს გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორი
აშშ-მ განაახლა ჩვენთვის შეიარაღების მოწოდება, რაც წინა ხელისუფლების დროს შეჩერებული ჰქონდა.
სწორედ ამიტომ, ამ გადაღეჭილ “პუწინი, პუწინი” პროპაგანდას, “ნაციონალური მოძრაობის” ორთოდოქსი მიმდევრების გარდა, არავინ იჯერებს და სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობამ 2012 წლიდან დღემდე უკვე 7-ჯერ მისცა ქვეყნის მართვის მანდატი “ქართულ ოცნებას” და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს:
2012 – საპარლამენტო 54,97%
2013 – საპრეზიდენტო 62,13%
2014 – ადგილობრივი 50,82%
2016 – საპარლამენტო 48,68%
2017 – ადგილობრივი 55,81%
2018 – საპრეზიდენტო 59,52%
2020 – საპარლამენტო 48,22%[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.

