ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გახდა თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების მიზეზი – Georgian Airways-ის დირექტორის განცხადება

თვითმფრინავი, რომლის გამოც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, უსაფრთხოდ დაეშვა.

როგორც ჯორჯიან ეარვეისის დირექტორი, რომან ბოკერია აცხადებს, მოხდა ტექნიკური გაუმართაობა, რის გამოც პილოტს საავიაციო საწვავის დაცლა მოუწია.

„მოხდა ტექნიკური გაუმართაობა. ეს არ არის სერიოზული დარღვევა და თვითმფრინავის სერიოზული პრობლემა. როდესაც თვითმფრინავი აფრინდა ბორტზე ხომალდის მეთაურს სიგნალი მიეცა, რომ შასი არ დაიხურა. შესაბამისად, ხომალდის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, თვითმფრინავი დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახებინა ჩვენი ექსპერტები, ჩაეტარებინა შემოწმება, ენახა რა ხარვეზი იყო და ამის შემდეგ განეხორციელებინა რეისი ან ამ თვითმფრინავით, ან სხვა თვითმფრინავით.

როდესაც თვითმფრინავის ავზები არის სავსე საავიაციო საწვავით, არ შეიძლება თვითმფრინავის დასმა აეროპორტში. შესაბამისად, მან [პილოტმა] დახარჯა საავიაციო საწვავი და მიიყვანა იმ დონემდე, რომ ყოფილიყო უსაფრთხო თვითმფრინავის დაჯდომა აეროპორტში. მან დასვა უსაფრთხოდ თვითმფრინავი აეროპორტში“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ტექნიკური პრობლემა აღმოიფხვრა და თვითმფრინავი სრულ მზადყოფნაში განახორციელოს რეისი თბილისი-ვენის მიმართულებით.

ჯამში, ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.

იტვირთბა....