ახალი ამბები საზოგადოება

თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

თბილისის აეროპორტში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.

აირზენას თვითმფრინავმა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა.

თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, ტექნიკური პრობლემები შეექმნა, კერძოდ, შასი ვერ დახურა.

მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის თავზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა, საბოლოოდ კი მშვიდობიანად დაშვება შეძლო.

იტვირთბა....