მთავარი სოციალური ქსელი

ჩერგოლეიშვილი: ამ დამღუპველ დევალვაციას ან დავძლევთ, ან ჭაობში ჩავიძირებით

[su_quote]იმდენად დევალვირებულია სიტყვის და საქციელის სისწორის მნიშვნელობა, რომ პოლიტიკური ფიგურა, თავს უფლებას აძლევ,

  1. მაღაროელების მთავარ სატკივარად, ტურიზმი გამოაცხადო.
  2. დააბრეხვო რომ პოსტ საბჭოთა ჭაობში ჩაძირულ ყველა რაიონულ ცენტრს, შემდეგ 4 წელიწადში ტურისტები მიაწყდებიან.
  3. დღეში 80 ადამიანი გიკვდებოდეს ჩაგდებული ვაქცინაციის გამო და ზღაპრებს ყვებოდე წარმატებულ რიცხვებზე, ეკონომიკის დუღილზე და ბატონი ბიძინას მადლზე.
  4. პოლიტიკიდან წახვიდე და მერე ორ კვირაში ისე მოხვიდე, არც ახსნა, რას მიდიოდი, ან რატომ მოდიხარ.
  5. ახალგაზრდებს გზა დაუთმო და მათ ნაცვლად კანდიდატად დადგე, ისე რომ ვერც ახსნა (როგორ უნდა ახსნა) რა დააშვეს ახალგაზრდებმა რომ ასე გაწირე
  6. ჩამოვალ იძახო, არ ჩამოხვიდე და როდის ვამბობდი, თუ კაია შენ თვითონ ჩაეთრიეო – ემიგრანტები გამოლანძღო.
  7. სამ არჩევნებში სამი სხვადასხვა სახელით მიიღო მონაწილეობა და მერე “კიდევ სცადო”.
  8. ბიძინას მომთრევი იყო და 2021 წელს, ისევ ნაცებს უკითხავდე მორალს 20 წლის წინანდელზე.
  9. ერთნაირი საქციელისთვის, ადამიანები აქო, ან თათხო, იმის მიხედვით, შენიანია თუ სხვისიანი.
  10. ფუნდამენტური განსხვავებების გამო ადამიანი ბოლო სიტყვებით ლანძღო და მერე ისე ჩაეფსკვნა, არც ახსნა, სად წავიდა ფუნდამენტური განსხვავებები.
  11. ერთი და იგივე მოვლენა, ჯერ კაპიტულაციად, შემდეგ ეროვნულ თანხმობად გამოაცხადო, იმის მიხედვით პიარისთვის რა გაწყობს.

დაუსრულებლად შემიძლია ჩამოთვლა.

ამ დამღუპველ დევალვაციას ან დავძლევთ, ან ჭაობში ჩავიძირებით.

მნიშვნელობა უნდა შეიძინოს სიტყვამ და საქციელმა[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....