ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ჩამოვიდეს, კარგად გავერთობით – ლაჩარი და კურდღელია

[su_quote]ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი, ძალიან კარგად გავერთობით. მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში, გარემონტებულ ციხეში. აი, ეს არის სააკაშვილის ბედი.

კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქეთ აღარაფერი არსებობს. ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და მიწაზე იფორთხიალა. გახსოვთ კადრები მერე როგორ ათრიეს უკრაინაში თმებით. ასე რომ, ნებისმიერი მისი ეს მორიგი სულელური პროვოკაცია მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს იწვევს, თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. 8-9 წელი გავიდა რატომ ვერ ჩამოდის როგორ ფიქრობთ? იმიტომ, რომ ლაჩარი, კურდღელია და მშიშარა კაცია[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განცხადების გაკეთება დააანონსა, რომელშიც სამომავლო გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში მის ჩართვაზე ისაუბრებს.

იტვირთბა....