[su_quote]რა უნდა გააკეთოს, თავი დაგვანებოს. საერთოდ, ჯობია, ცოტა ხანს დამშვიდდეს. ოპოზიციისთვის ყველაზე სასარგებლო ეს იქნება[/su_quote]
ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა მეტრონომთან საუბარში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ 6 სექტემბრისთვის დაანონსებულ განცხადებას. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის თქმით, ხვალინდელ განცხადებაში სამომავლო გეგმებზე და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ მის ჩართვაზე ისაუბრებს.

