ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა: ყელში ამოვიდა ამდენი დამცირება – 2 ოქტომბერს დაიწყება ოლიგარქიის დემონტაჟი

[su_quote]რას ვუყურებთ და ვაკვირდებით უკანასკნელი 9 წლის მანძილზე? დამცირებას, შეურაცხყოფას იმ ამომრჩევლის, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ჩვენ ჩვენს ქვეყანაში გვაქციეს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, რომელსაც შეიძლება ფეხი შეაწმინდო, ყველაფერი დააბრალო, შეიძლება საცვლებში ჩაუძვრეს სუს-ი, დაამციროს და ყველაფერი უქნას…

ყელში ამოვიდა უკვე ამდენი დამცირება, სიღარიბე. ჩვენ ივანიშვილის პირობებში მოხუცებისა და ბავშვების ქვეყანად გადავიქეცით. ესაა ის ქვეყანა, რომელიც ივანიშვილმა შექმნა! ესაა სსიპების და ა(ა)იპების, ბიუჯეტის მხვრელების ეკონომიკა. დადგა დრო ამას პასუხი გასცეთ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძალიან მარტივი – მათ შემოგვიტიონ და ჩვენ იმ პრობლემებს შევუტევთ, რომელიც ამ ქვეყანაში თავად შექმნეს. 2 ოქტომბერი ზუსტად ამის გასაღები იქნება. დაიწყება ოლიგარქიის დემონტაჟი. აღარასდროს, არავის, არც ერთ მდაბიოს აღარ უნდა ჰქონდეს მცდელობა, რომ ქვეყანას იყიდის. გამარჯვებას, მხნეობას, კონსოლიდაციას გისურვებთ[/su_quote]

ამის შესახებ ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

იტვირთბა....