[su_quote]ხომ კარგად ვნახეთ და ყველა დარწმუნდა, არათუ ეს უნიჭო დიქტატორები, არამედ ქართველი ერის არსებობის საუკუნეების მანძილზე ვერც ერთმა ოკუპანტმა ვერ გატეხა ქართველი ხალხი, თავისუფლების მოყვარული და ღირსების მქონე ქართველი ხალხი. ამ ბრიყვებმა დაიჯერეს და სცადეს და მიიღეს საკადრისი პასუხი ჩვენი ღირსეული ქართველი ხალხისგან. ასეც გაგრძელდება. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და არ მივცემთ ხელმეორედ ამის გაკეთების უფლებას. შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და კიდევ უფრო მაგარი ტემპებით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობას – ამ გეგმებით, ამ ამბიციური ხედვებით და კონკრეტული ამოცანებით[/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა.

