ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხუხაშვილი იმედის კვლევაზე: გახარიას ადგილი კალაძის 61,4%-ში უნდა ვეძებოთ

[su_quote]გახსოვთ ალბათ, იმედის კვლევა, რომლითაც ალოკაციით მიიღეს:

კალაძე – 61,4%

მელია  –   38,6%

იმ კვლევაში გახარია არ გაზომილა.

მისი ადგილი უნდა ვეძებოთ კალაძის 61,4%-ში, რადგან მელიას 38,6%-სთვის გახარია ისევე მიუღებელია, როგორც კალაძე.

რეალურად, გამომდინარე იქიდან, რომ სხვა კანდიდატებიც იყრიან კენჭს, მელიას რაღაც პროცენტი დააკლდება, მაგრამ სავსებით საკმარისი იქნება მეორე ტურში გადასასვლელად.

როგორ გადანაწილდება 61,4% გახარიასა და კალაძეს შორის და რომელი გადავა მეორე ტურში, ჯერ არ ვიცით….

P.S. საუბარია იმედის კვლევაზე, სადაც კალაძეს სავარაუდოდ წამატებული აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ასეთი განვითარების ალბათობას[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

იტვირთბა....