მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი ციტატა

გოცირიძე ოცნების დაპირებებზე: ჯერ კახეთში არ ჩასულან – ნახავთ, წნორის მილანი რას იზამს

[su_quote]პირველი ყველზე დიდი ტყუილი-საარჩევნო დაპირება ამ ოცდახუთიოდე წლის წინათ ითქვა. ამ მიზნით თეთნულდზე სპეციალურად ასულმა პრეზიდენტობის მუდმივმა კანდიდატმა და შევარდნაძის “კონკურენტმა” როინ ლიპარტელიანმა მწვერვალიდან გადმოსძახა ერს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვეში პენსია გახდებოდა 500 ლარი. მაშინ პენსია მხოლოდ 7 ლარი იყო და ისიც მრავალთვიანი დაგვიანებით გაიცემოდა. აგერ, მეოთხედი საუკუნე გავიდა და პენსია მისი დანაპირების ნახევარიც არაა. ქართული ოცნება და ცრუპენტელა ღარიბაშვილი ზედიზედ ამხობენ როინ ლიპარტელიანის სიცრუის რეკორდებს. ქუთაისის ტორპედო ხომ გახადეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ესეც არაა სიცრუის ბოლო მწვერვალი, ჯერ კახეთში არ ჩასულან. ნახავთ, წნორის მილანი რას იზამს. ბოლო გაჩერება კი საჩხერეა. აი, იქ მოხდება რაც მოხდება. როგორც ამბობენ, თვით ივანიშვილი გამოჩნდება ბოლო დღეს და მორიგ რეკორდზე გაიქაჩება. თავიანთი ურცხვი დაპირებებით დასცინიან ამომრჩევლებს. ვინ გახდება დასაცინი მალე ვნახავთ[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ენმ-ის წევრი რომან გოცირიძე. პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა, რომ მალე ქუთაისის ტორპედო ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა.

იტვირთბა....