მთავარი პოლიტიკა ციტატა

კალაძე: სიცოცხლე ყველა უბანში – ამ სიტყვების უკან დგას ყველა რაიონში განსახორციელებელი პროექტები

[su_quote]გასული ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბევრი პროექტი განხორციელდა. მართალია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამაზე თვალებს არ ვხუჭავთ. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში – ამ სიტყვების უკან დგას ყველა რაიონში განსახორციელებელი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი მარშრუტების შემუშავება და ა.შ. არ არსებობს პრიორიტეტული რაიონები, დედაქალაქის ბიუჯეტი ყველგან თანაბრად გადანაწილდება. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს შრომა არ ეზარება. სამწუხაროდ, პანდემიამ ზოგი პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. როგორც იცით, ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა და ამ პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები მათკენ გადამისამართდა. ამიტომაც, პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ეს პროექტები კი აუცილებლად განხორციელდება. მზად ვართ ვემსახუროთ თბილისს[/su_quote]

განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

იტვირთბა....