TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ არხის ცენტრალური სერვერი გათიშულია და ვერ ხერხდება ეთერში საინფორმაციო გადაცემების გაშვება.
“ჩვენ, პრაქტიკულად, ავარიულ რეჟიმში ვმაუწყებლობთ. ტელევიზიის ცენტრალური სერვერი გათიშულია. წვდომა, ფაქტობრივად, მთელს სისტემაზე გვაქვს დაკარგული. ეთერში გადის მხოლოდ შუადღის გადაცემა, რომელიც სულ სხვა საეთეროდან გადის. 4:31 წუთი იყო, ჩანაწერის მიხედვით, ეს დროა, როდესაც სისტემას ბოლოს ჰქონდა კავშირი ცენტრლაურ სერვერთან. ამის მერე სერვერი გაითიშა. ვერ დავუკავშრებ ვერაფერს, თუმცა ბევრი საეჭვო გარემოებაა – ცენტრალური სერვერები ასე მწყობრიდან არ გამოდის
სტუდია ჩართულია, წამყვანები ადგილზე არიან, ჟურნალისტები – გადაღებებზე, თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი ამბებით ეთერში ოპერირებას.
მიზეზი არის ის, რომ დღეს გამთენიისას, 4:31 წუთზე ავტომატურად გაითიშა ცენტრალური სერვერი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიციალურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა, თუმცა, მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს”, – აცხადებს მელაძე.