საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან 5 587 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 025 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 263, PCR ტესტით – 12 762.

