[su_quote]კი, კი ტანსაცმელიც კი შევარჩიეთ საგანგებოდ, მისი პარტიის ფერებში. ახლა გახარიასი გაგვხადეს, მანამდე-მიშას გვაწებებდნენ, უფრო ადრე-ხაზარაძეს. ამათი შიშით, ვერც ყვითელი პიჯაკი ჩამიცვია, ვერც-წითელი. ახლა იასამნისფერსაც ამოვიღებ ხმარებიდან და ვივლი ლურჯებში, იქნებ დაწყნარდნენ ქოცები. აშკარად, სადღაც სხვა საქართველოცაა და ესენი იქიდან გვაკვირდებიან. გახარიას თავად რომ ლოცვებს აღუვლენდნენ და მე მწვავე კითხვებს ვუსვამდი, მე დედას მაგინებდნენ და რია ვიცი….რია ვიცი…..პირიქითაა, ასინეთა, პირიქით![/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. შეგახსენებთ, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას მთავარი გამპიარებელი ტვ პირველია. მისივე თქმით, არხმა ახალი სტუდიის ფერებიც კი გახარიას დაუმთხვია.

