[su_quote]საერთოდ არ გვაინტერესებდა და არც ახლა არ გვაინტერესებს გახარია იქნება თუ არა კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში. ერთი – ვინ იქნება კონკურენტი, ეს არის კონკურენტების გადასაწყვეტი და მეორე – კახი კალაძეს, ყველა შემთხვევაში, ძალიან მარტივად შეუძლია ამ არჩევნების პირველივე ტურში მოგება. რა თქმა უნდა, ყველაფერს საზოგადოება წყვეტს, მაგრამ ამაზე მიგვანიშნებს ის რეიტინგი, რომელიც აქვს კახი კალაძეს და რომელიც ეფუძნება იმ გაკეთებულ საქმეებს, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გასული 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული კახი კალაძის შედეგში[/su_quote]
ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

