პარტია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან მათ მიერ რეგისტრირებულ კანდიდატებზე ზეწოლა ხორციელდება.
მისივე თქმით, ათეულობით კანდიდატმა ზეწოლის შედეგად საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
“უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალოვანი უწყებების გამოყენებით ხორციელდება ზეწოლა. ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგად უკვე მოხსნა კანდიდატურები, მოხსნეს კანდიდატურები სამსხაურიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების შიშით. სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე გაჟღერებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისას, ოცნება დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს, რომლებმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ, სამთავრობო მედიასაშუალების გამოყენებით, ტყუილებს ავრცელებინებენ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
მეზვრიშვილმა სამართალდამცავ უწყებებს ზეწოლის ფაქტებზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

