[su_quote]29 დღე დარჩა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე უდიდესი ნაბიჯის გადასადგმელად, ანუ გამარჯვებამდე. 29 დღე დარჩა უტიფრობის დასრულებამდე, რომელიც დღენიადაგ, როგორც ნიაღვარი მომდინარეობს ოლიგარქიული რეჟიმის მხრიდან. 29 დღე დარჩა, რომ შანსი გავუჩინოთ საქართველოს მოქალაქეს, რომ ამ ქვეყანაში, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი შვილების და შვილიშვილებისთვის განვითარებული სახელმწიფოს საფუძვლები შევქმნათ, შემდეგ დავაშენოთ და დავაშენოთ ის, რაც ჩვენი წინაპრების და თანამედროვე ქართველების სურვილია. ეს ყველაფერი შესაძლებელი არათუ არის, არამედ რეალობაა. ამას სჭირდება ძალების მობილიზაცია, ამას სჭირდება იმის რწმენა, რომ ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს მხოლოდ ხალხი… ოპოზიციიდან ბრძოლის მოგებას აქვს ყველაზე დიდი პეწი[/su_quote]
განაცხადა ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

