გუშინ, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქრის, ილია მეორის 83 წლის იუბილე იყო. პატრიარქს დაბადების დღეზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯემალ სეფიაშვილის საშობაო – შემოქმედებით საღამო მიუძღვნეს.
კონცერტის შემდეგ გამართულ საზეიმო ტრაპეზს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრნენ.