ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი გახარიაზე: გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს

[su_quote]გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის, დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ასეთი ნდობისა, როცა კაცი არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს ჯერ რამდენიმე ადგილას, ამხელა ნდობა მოგცეს, ამდენი რამ გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს რომ იტყვიან და დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს იმ გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო და გუნდს, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის თუ შეცდომის და გადაცდომის შემდეგ. ჯერ ერთი მას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი, აქედან დავიწყოთ, მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე, რომ მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

იტვირთბა....