მთავარი პოლიტიკა

ღარიბაშვილი: ხაზარაძემ ბრალი დამდო, რომ ხალხს ვატყუებ, ქვეყანაში არა 7 000, არამედ 21 101 კილომეტრი გზა არის

[su_quote]გუშინ ერთ-ერთი ოპოზიციონერი გამოვიდა ტელევიზიით, კერძოდ ბატონი მამუკა ხაზარაძე და ბრალი დამდო, რომ მე ვატყუებ ხალხს და არასწორი მონაცემები მაქვს გაჟღერებული. კერძოდ, მან თქვა, რომ ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კილომეტრი გზა. ამ დროს ძალიან მარტივი იყო ამის გადამოწმება, სულ მცირე, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო ადამიანი ან მისი თანაშემწე, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კილომეტრი გზა. აქედან 10 ათასი კილომეტრზე მეტი და პასუხისმგებელი ვარ ამ სიტყვებზე, გზის აღდგენა-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ბოლო 9 წლის განმავლობაში. 150 კილომეტრზე მეტი მაგისტრალური გზის მშენებლობა დავასრულეთ და ჯამში აშენებულია 219 კილომეტრი. მხოლოდ 68 კილომეტრი იყო აშენებული წინა ხელისუფლების დროს და გაოცებული კითხულობდა, როგორ მოახერხეს ამდენიო. ჩვენი ბრალია, რომ ჩვენს მოსახლეობას აქტიურად არ ვაბარებთ ანგარიშს. ერთ-ერთი გამოწვევა და პრობლემა მართლაც ეს არის. თავიდან, მოგეხსენებათ, ზღვარგადასული პროპაგანდის, კამპანიის და პიარის პირობებში, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ჩვენი მთავრობის ხელწერა შედარებით შევცვალეთ, თუმცა ეს შეცდომა იყო. ამიტომაც, ჩვენ კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტი საქმე უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, იქნება ეს სოფლის მეურნეობის პროგრამები თუ სხვა[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა. ლელო საქართველოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში სულ 7 ათასი კილომეტრი გზა არის, ხოლო ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ 10 000 კილომეტრის გზა დააგო.

იტვირთბა....