თბილისი პრაიდის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
“მოკლედ, ძველი თბილისის პოლიციიდან დამირეკა ერთმა გამომძიებელმა და მამცნო რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრა საქმე, ადმინისტრაციულით.
საქმე ეხება 5 ივლისს ჩემსა და ამ ადამიანს შორის შემდგარ სატელეფონო კომუნიკაციას.
ალბათ იკითხავთ რა მოხდა 5 ივლისსო?
2-3 საათია ალბათ 5 ივლისს და მეოთხე ადგილიდან ევაკუაციის პროცესში ვართ, ოფისები უკვე დარბეულია და ტერორისტები ქუჩებში ბოგინებენ, დაგსვდევენ პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიცია არ მინახავს თვალით არსად. ასეთ დროს, მანქანით მივდივართ მორიგ ლოკაციაზე და მირეკავს ეს პოლიციელი, მშვიდად მეუბნება რომ ოფისის დარბევის ფაქტზე გირეკავთ და იქნებ კარი გაგვიღოთ რომ ზარალი აღვწეროთ და გამოძიება დაიწყოსო. იმდენად არაადეკვატური იყო ეს ზარი მთელი თავისი არსით, რომ ამ ტიპს ვაგინე. პოლიცია, რომელიც არსად არ იყო იმ დღეს, სადაც სიცოცხლის მოსპობის რეალური რისკები იდგა, 5 ივლისს 3 საათზე მირეკავდა ოფისის კარი გამიღე რომ დავათვალიეროთო
არც ერთ სიტყვას არ ვნანობ! ველოდები ამ საინტერესო და აბსურდული საქმის განვითარებას”, – წერს თაბაგარი.

