მთავარი პოლიტიკა ციტატა

ღარიბაშვილი: თქვენ ნახავთ სად იქნება გახარია არჩევნების შემდეგ

[su_quote]თქვენ ნახავთ სად იქნება გახარია არჩევნების შემდეგ. შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი. ყველამ, მათ შორის პარტიის თავმჯდომარემ მას სახელი დაარქვა. ყველა ჩვენმა მოქალაქემ იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია რაც მან ჩაიდინა. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ინსტიტუტის დაკნინება იყო, როდესაც პრემიერი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და პატარა ბავშვით გაიქცა და გადადგა, რომ მელია არ დაეკავებინათ. ინსტიტუტის დაკნინებაზე საუბრობდა და ინსტიტუტის დაკნინება იყო, როდესაც მან პანკისში ჩაიყვანა სპეცრაზმი და მთელ სოფელს აცემინა ქვებით, კაცი არ დაუსჯია მას. ინსტიტუტის დანგრევა იყო, როცა გახსოვთ გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა კლუბებში, შევიდა ააწიოკა ხალხი. ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ არაერთგზის მიაყენეს პოლიციელებს შეურაცხყოფა და გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს. ინსტიტუტის დაკნინებაა ის, რომ აბსოლუტურად უგუნურად დაგეგმილ ოპერაციას, გავრილოვის ღამეს ჩატარებულ ოპერაციას, გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, მაშინ როცა შიგნით უნდა ყოფილიყვნენ. 3 საათი მთელ ქვეყანას აყურებინებ სამი საათი როგორ ცემდნენ აგრესიული ნაცმოძრაობის წევრები, ჩვენ საამაყო პოლიციელებს[/su_quote]

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

იტვირთბა....