ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ცერცვაძე: საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე,  ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, საქართველო სრულად ვაქცინირებული ქვეყანა რომ იყოს, დღეში არა 70-80, არამედ 5-6 გარდაცვლილი გვეყოლებოდა.

მისივე თქმით, საჭიროა რეგულაციების შესრულება.

„ის, რომ, ვაქცინაცია ამცირებს დრამატულად 20-30-ჯერ მძიმე შემთხვევების რაოდენობას, ამცირებს ჰოსპიტალიზაციას, ამცირებს რეანიმაციაში პაციენტის მოხვედრის რაოდენობას და დაახლოებით 80-90 პროცენტით ამცირებს სიკვდილიანობას, ეს დადასტურებულია და არანაირ განსჯას არ ექვემდებარება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ “იმედის“ ეთერში.

იტვირთბა....